რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 134 687-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ინფიცირების 10 633 შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში გარდაცვლილია 1 280 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 16 639 პაციენტი.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა ზომები ნაწილობრივ ვაქცინის შექმნამდე შენარჩუნდება.