პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 5 პაციენტი განიკურნა. ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულების Facebook-გვერდზეა ნათქვამი.
"4 მაისის მონაცემებით თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ მოთავსებულია 87 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 74 პაციენტი.
რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 6 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 76 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი", - ნათქვამია განცხადებაში.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 593 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4830 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 521.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.