საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა 223-მდე გაიზარდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 223 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 9.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4830 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 521.