იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 174 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში მსხევრპლთა რაოდენობამ ქვეყანაში 28 884-ს მიაღწია. მონაცემებს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.
აღნიშნული დინამიკა შეესაბამება მარტის შუა რიცხვების მაჩვენებელს. 14 მარტს რეგისტრირებული იყო 175 ლეტალური გამოსავალი. 10 მარტს - 168. გარდაცვლილთა რეკორდული მაჩვენებელი ქვეყანაში 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც 969 ინფიცირებული გარდაიცვალა.
წინა 24 საათში დაფიქსირდა 474 გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტატისტიკაში მოხვდა ჯერ კიდევ აპრილში გარდაცვლილი 282 ადამიანი.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 1 740 ადამიანი და ამ მაჩვენებლმა 81 654-ს მიაღწია.
იტალიაში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 210 717-ს შეადგენს. ბოლო ერთ დღეში გამოვლინდა 1 389 ახალი შემთხვევა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებლია ეპიდემიის დაწყებიდან.
ამ დროისათვის კლინიკებში 17 ათასი ინფიცირებული მკურნალობს, ეს მაჩვენებლი აპრილის დასაწყისიდან კლებას განაგრძობს და ამჟამად 21 მარტის მაჩვენებელს უტოლდება.