დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, გამოცემა Sun-ს განუცხადა, რომ ექიმები მისი გარდაცვალების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ემზადებოდნენ.
"მე არ ვიყავი კარგ ფორმაში და ვიცოდი, რომ არსბეობს მოქმედების სათადარიგო გეგმები. ექიმებს ყველაფერი დაგეგემილი ჰქონდათ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ მას შემდეგ თუ კი ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა", - აღნიშნა ჯონსონმა.
როგორც ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, საავადმყოფოში ის "ლიტრობით" ჟანგბადს იღებდა და გამუდმებით იმაზე ფიქრობდა, როგორ გამომძვრალიყო ამ სიტუაციიდან. მან თავის თავს იღბლიანი უწოდა.
ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. ის თავის რეზიდენციაში გადიოდა მკურნალობას, მაგრამ დააავადების გართულების გამო მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოჯანმრთელებული პრემიერი დაუნინგ სტრიტზე 26 აპრილს დაბრუნდა და მუშაობა გააგრძელა. 29 აპრილს მას ვაჟი შეეძინა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ახალშობილს უილფრედ ლორი ნიკოლასი დაარქვეს. სახელი ნიკოლასი ბავშვს იმ ორი ექიმის პატივისცემის ნიშნად უწოდეს, რომლებმაც ბორის ჯონსონის სიცოცხლე გადაარჩინეს.