საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 215-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 589 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 8.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5260 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 553.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.