აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 65 416-ს მიაღწია. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეცნიერთა პროგნოზების მიხედვით აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა მაქსიმალური რაოდენობა 60 ათასი იქნებოდა. თუმცა მანამდე 100 ათასი დაღუპულის შესახებაც ივარაუდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 117 979 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 164 ათასზე მეტი პაციენტი.