იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 474-ით გაიზარდა და 28 710-ს მიაღწია. მონაცემებს სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.
გუშინ გარდაიცვალა 269 ადამიანი. ბოლო ერთ დღეში კი 474-ით გაზრდილი ლეტალური გამოსავლები 21 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 665 ადამიანი. სულ განკურნებულთა რაოდენობა 79 914-ს შეადგენს.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1900-ით გაიზარდა და 209 328-ს მიაღწია.
ამჟამად, კლინიკებში 17 ათასზე მეტი ინფიცირებული მკურნალობს. ეს მაჩვენებელი აპრილის დასაწყისიდან კლებას განაგრძობს და დღეისათვის 21 მარტის მაჩვენებელს უტოლდება.