ბრიტანელი მწერალი, "ჰარი პოტერის" ავტორი, ჯოან როულინგი კორონავირუსით დაზარალებულებს 1 მლნ ფუნტით დაეხმარება.
როულინგი ამბობს, რომ თანხა თანაბრად გაიყოფა ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას შორის და მოხმარდება უსახლკაროებს და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფას, ასევე ლტოლვილებსა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ.