"რემდესივირის" დახმარებით ადამიანები უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელდებიან. ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
"ადამიანს გამოჯანმრთელებისთვის დასჭირდება შედარებით უფრო მოკლე პერიოდი, რაც მისცემს საშუალებას, რომ სამედიცონო სფერო და ჰოსპიტალი არ გადაიტვირთოს და გათავისუფლდეს საწოლი უფრო სწრაფად, რომ მეორე პაციენტის მიღება შეძლოს. ყველა შესძლო პრეპარატის მინიმალური შედეგიც კი დასაფასებელია და აი ამ კლინიკური განსჯისა და კვლევების საფუძველზე FDA-მ გადაუდებელი აუცილებლობისთვის მისცა რეკომენდაცია," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) კორონავირუსის სამკურნალოდ, გადაუდებელი საჭიროებისთვის, "რემდესივირის" გამოყენების ნებართვა გასცა.