COVID-19-ის მონიტორინგის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ინფექციის გავრცელების დღიდან.
წინა 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 7 933 ახალი შემთხვევა იყო აღრიცხული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა დედაქალაქ მოსკოვში.
სულ რუსეთის ფედერაციაში შემთხვევების საერთო რაოდენობამ 124 054-ს მიაღწია. გარდაიცვალა 1 222 პაციენტი.