106 წლის ფრანგი ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. წერს გაზეთი Parisien-ი.
როგორც გამოცემა იუწყება, ელენ ლეფევრის, რომელიც იველინის დეპარტამენტში, მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობს, კორონავირუსი 15 აპრილს დაუდგინდა. მას სისუსტე და მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა. ელენი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.
ამჟამად ლეფევრი თავს კარგად გრძნობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქალს ნათესავები არ ჰყავს, ის სრულიად მარტოხელაა. მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც ელენი ცხოვრობს, 200 ბენეფიციარი და 160 თანამშრომელია.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსის 167 305 დადასტურებული შემთხვევაა. გარდაიცვალა 24 594 ადამიანი.