კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა. კორონავირუსი პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს „პისიარ“ ტესტით გამოუვლინდა.
ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.
ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის წყაროსა და კონტაქტებს იკვლევენ.