საქართველოში COVID-19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 582 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 8.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5152 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 551.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.