მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 3.3 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.
ბოლო ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 3 303 296-ს შეადგენს. გარდაიცვალა 235 290 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 039 588 პაციენტი.
საქართველოში კოვიდინფიცირების 566 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 7 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.