ნიუ იორკის შტატში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად კლებას განაგრძობს. გასულ 24 საათში შტატში დაიღუპა 289 ადამიანი, (ერთი დღით ადრე - 306). ამის შესახებ ნიუ იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიუ იორკის შტატი კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს აშშ-ში.
"მსხვერპლთა რაოდენობა შეადგენს 289-ს. ეს იმაზე ნაკლებია რაც ადრე იყო. თუმცა ეს რიცხვი ჯერ კიდევ შემაძრწუნებელი და ტრაგიკულია", - აღნიშნა კუომომ.
მისი თქმით, ყოველდღიურად ჰოსპიტალიზირებულთა დონე გათანაბრდა და უკვე რამდენიმე დღეა, დღეში 1000-ის ფარგლებშია, რაც მისი თქმით, ძალიან ბევრია. როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, წინა დღს ჰოსპიტალიზირებული იყო 954 ადამიანი.
მის მიერ მოყვანილი მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს. კერძოდ, 28 აპრილს გარდაიცვალა 330 ადამიანი, 27 აპრილს - 335, 26 აპრილს - 337, 25 აპრილს - 367, 24 აპრილს - 437. ყველაზე მძიმე დღეებში დღე-ღამეში გარდაცვლილთა რაოდენობა 700-ს აჭარბებდა.