კორონავირუსით გარდაცვლილი მეშვიდე პაციენტი 83 წლის კაცია, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ "პირველ არხს" განუცხადა.
მისი თქმით, მამაკაცი უმძიმესი მდგომარეობით მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.