მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, კორონავირუსი მარნეულის საწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.
"მარნეულის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მენეჯერი დაინფიცირდა COVID-19-ით. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა. რამდენადაც ვიცით, ჩაუტარდება ანალიზი ყველა პიროვნებას, სასწრაფოს ექიმებს, სოფლის ექიმებს და ყველას, ვინც დაკავშირებულია აღნიშნულ კონტაქტთან", - ამბობს დარგალი ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.
კორონავირუსით, ჯამში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 25 თანამშრომელია ინფიცირებული. მათგან 21 ბოლნისის სასწრაფოს ექიმია.