ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა სარა კობიმ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესაძლო სცენარები დაასახელა. ამის შესახებ ჟურნალი Scientific American-ი წერს.
პირველი სცენარის თანახმად, ვირუსი მუტაციას განიცდის და ნაკლებად საშიში გახდება. სპეციალისტს მაგალითად მოჰყავს ესპანური გრიპი, რომელიც 1918 წელს გავრცელდა. "ესპანკამ" 50 მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დროთა განმავლობაში ვირუსი ჩვეულებრივ სეზონურ გრიპად გადაიქცა.
მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტი შესაძლოა გახდეს შეზღუდვები, რომელთა წყალობითაც ვირუსი დამარცხდება. ასე მოხდა ატიპური პნევმონიის აფეთქების დროს, რომელიც გამოიწვია კორონავირუსმა SARS-CoV-მა 2002-2003 წლებში. მაშინ ეფეტქურმა ეპიდემიოლოგიურმა კონტროლმა დაავადებას ფართოდ გავრცელების შესაძლებლობა არ მისცა. მსხვერპლთა რაოდენობა კი დიდი არ ყოფილა.
მესამე სცენარი - ვაქცინის შექმნაა, რომელიც გააჩერებს ინფექციის გავრცელებას. კობიმ გაიხსენა ღორის გრიპის პანდემია 2009 წელს, რომლის მეორე ტალღის შეჩერებაც ფართო ვაქცინაციის წყალობით მოხდა. შედეგად ღორის გრიპმა გაიმეორა "ესპანკას" ბედი და სეზონურ დაავადებად გადაიქცა.
ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ კორონავირუსზე გამარჯვებისთვის აუცილებელია სახელმწიფოების მიერ გატარებული ზომების ერთობლიობა, ადამიანების თვითშეგნება და მეცნიერული მიღწევები.
"კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების 50 პროცენტი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ეფექტურად რეაგირებს ხელისუფლება და რამდენად კეთილსინდისიერად იცავენ წესებს ადამიანები. წარმატების მეორე 50 პროცენტი უნდა დადოს მეცნიერებამ", - აღნიშნა კობიმ.