საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 207-მდე გაიზარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 566 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 207 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.