ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა.
რუსეთის ფედერაციის Covid-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფიცირების 7 933 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია რუსეთში ვირუსის გავრცელების დაწყების დღიდან.
სულ ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ინფიცირების 114 431 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 1 169 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 13 220 ადამიანი.
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა რუსეთის მთავრობის მეთაური მიხალ მიშიუსტინი.