მსოფლიოში კორონავირუსისგან 1 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.
ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 015 183-ს შეადგენს.
სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 3 259 167 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 233 439 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 566 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 6 გარდაიცვალა.