შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეეძლო კორონავირუსის შეჩერება, მაგრამ ეს არ გააკეთა.
"შესაძალებელი იყო კორონავირუსის გაჩერება, ის ხომ ჩინეთიდან გავრცელდა", - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ჩინეთმა ან ვერ შეძლო COVID-19-ის გავრცელების შეჩერება, ან ეს არ გააკეთა.
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ სავაჭრო გარიგებას. მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც ვირუსთან დაკავშირებით ხდება. ეს სიტუაცია მიუღებელია", - აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 60 ათასზე მეტი ადამიანი.ა