თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა.
ინფორმაცია საქართველოს "პირველ არხს" კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.