ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"ჩვენ უკვე შესული ვართ პიკში. ბევრი მოდელირება გვქონდა გაკეთებული და ერთ-ერთი მოდელი, რომელსაც დღეს მივყვებით, ეს არის ბაზელის უნივერსიტეტეის მოდელი, რომლითაც ახლოს ვჯდებით ამ მოდელირებასთან. თუ იქ გვქონდა სამი მრუდი, რაც ნიშნავდა, რომ თუ ჩვენ მკაცრი შემზუდღავი გზით ვივლიდით, მაშინ ამ დროს უნდა გვქონოდა დაახლოებით ეს რაც გვაქვს, პლიუს მინუს 50.
დღესასწაულის წინ გახსოვთ ჩემი და ჩემი კოლეგების ცოტა მძიმე გამოსვლები, როდესაც ცოტა ძალიან მკაცრიც იყო ჩემი გამოსვლები. ეს იყო იმიტომ, რომ ჩვენ თუ შევამსუბუქდებით იმ პერიოდში, ჩვენ გვაძლევდა ეს 2 000 შემთხვევას დაახლოებით და თუ ძალიან შევამსუბუქდებით, მაშინ ავდიოდით სადღც 5-7 000 შემთხვევაში. ნახეთ, როგორ იცავს მოსახლეობა სოციალურ დისტანცირებას, ჩემის აზრით ეს უნდა შეიცვალოს მეორე სლოგანით - ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად", - განაცხადა გამყრელიძემ.