რუსეთის პრემიერ მინისტრს მიხაილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ონლაინ-შეხვედრაზე აცნობა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.
როგორც მან პუტინს უთხრა, ტესტი ცოტა ხნის წინ გაიკეთა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. მიშუსტინი თვითიზოლაციაში გადავიდა.
ამასთან, მიშუსტინმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობას გააგრძელებს ის კი მასთან მუდმივ კავშირში იქნება. ოკუპანტი ქვეყნის პრემიერმა პუტინს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად თავისი მოადგილის ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნა შესთავაზა.