საქართველოში კორონავირუსის ტესტი 14 718 ადამიანს ჩაუტარდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 6 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 548.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.