საქართველოში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1.1 პროცენტია, რაც ევროპაში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს, 22 ახალი შემთხვევა გვაქვს, აქედან 15 არის დაკავშირებული თეთრიწყაროს კლასტერთან, დანარჩენი ყველა კონტაქტში მყოფი ადამიანები არიან. ყველა კონტაქტი იდენტიფიცირებულია. 22 ახალი შემთხვევიდან, რაც გუშინ იქნა იდენტიფიცირებული, ყველა წყარო ცნობილია. იცით, რომ 179 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ, ექვსი გვაქვს გარდაცვალების შემთხვევა, თუმცა ჩვენი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,1 პროცენტი, ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია ევროპულ ქვეყნებს შორის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.