ბათუმის მოსახლეობა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) გათავისუფლდა. აღნიშნული შეღავათი შეეხო იმ ობიექტებსაც, რომლებსაც კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო შეეზღუდათ საქმიანობა, არ ფუნქციონირებენ და არ წარმოქმნიან ნარჩენებს. ობიექტები თავისუფლდებიან დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არსებული შეზღუდვის დროით. იმ პირებს, რომელთაც აღნიშნული შეღავათის გამოყენება არ სურთ, შეუძლიათ მიმართონ მერიის სერვისცენტრებს შესაბამის ადმინსტრაციულ ერთეულებში.