ოქსფორდის უნივერსიტეტი და ფარმაცევტული გიგანტი AstraZeneca კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად ერთიანდებიან.
პარტნიორობა შესაძლებელს გახდის, ეფექტურობის შემთხვევაში, ვაქცინის მილიონობით დოზის შექმნას, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს ყველასათვის.
ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა 23 აპრილს დაიწყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ-ვაქცინოლოგმა, სარა ჯილბერტმა განაცხადა, რომ ვაქცინა, შესაძლოა, მზად იყოს სექტემბრის პირველ ნახევარში.
მთავრობამ ვაქცინაზე მომუშავე ოქსფორდის მკლევართა გუნდი კლინიკური ცდებისთვის 20 მლნ გირვანქა სტერლინგით დააფინანსა.
ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა სერ ჯონ ბელმა განაცხადა, რომ ადამიანის გამოკვლევის შედეგები ივნისის შუა რიცხვებში იქნება ხელმისაწვდომი.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსთან ბრძოლის გლობალური ფრონტის წინა ხაზზეა და თავს არ ზოგავს ვაქცინის დროული შემუშავებისთვის.