შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 60 207-ს მიაღწია. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეცნიერთა პროგნოზების მიხედვით აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებში გარდაცვლილთა მაქსიმალური რაოდენობა 60 ათასი იქნებოდა. თუმცა მანამდე 100 ათასი დაღუპულის შესახებაც ივარაუდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს აჭარბებს. გამოჯანმრთელდა 116 ათასზე მეტი პაციენტი.