როდესაც მარტის დასაწყისში ჰოლივუდის მსახიობი ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე კოროვირუსით დაინფიცირდნენ, ბევრისთვის ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ეს ვირუსი რეალური იყო.
ტომ ჰენქსი და მისი მეუღლე რიტა უილსონი კორონავირუსით ავსტრალიაში დაინფიცირდნენ, სადაც ისინი ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდნენ. ორკვირიანი მკურნალობის კურსის შემდეგ, ისინი გამოჯანმრთელდნენ და საავადმყოფოდან გაეწერნენ.
დღეს, მიკრობლოგ "ტვიტერზე" მსახიობმა სისხლის გაღების შესახებ დაწერა და განაცხადა, რომ მეცნიერები მის სისხლს, კორონავირუსის კვლევისთვის გამოიყენებენ.
მეცნიერები და ექიმები იმედოვნებენ, რომ Covid-19-ისგან განკურნებული ადამიანების სისხლის პლაზმას აქვს საკმარისი ანტისხეულები, რომლებიც დაეხმარება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს.