საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 178 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 497 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 517 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.