გერმანიამ საერთაშორისო ფრენების აკრძალვა 14 ივნისამდე გაახანგრძლივა. ინფორმაციას Deutsche Welle-ი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გერმანიაში საერთაშორისო ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება 3 მაისამდე მოქმდებდა.
ჰეიკო მაასის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ ამ აკრძალვის კიდევ უფრო მეტად, 14 ივნისის შემდეგაც არ იქნება აუცილებელი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიაში საერთაშორისო ფრენები 17 მარტს აკრძალა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით ამჟამად გერმანიას აქვს კორონავირუსის 159 912 დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ვირუსით დაიღუპა 6 314 ადამიანი.