ავიაკომპანია Geo Sky-მ ჩინეთიდან საქართველოში 52 ტონა სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ტვირთის ჩამოტანა უზრუნველყო. მათ შორის COVID-19-ის გამოსავლენად საჭირო 40 ათასი PCR ტესტი, ანტისხეულების 20 ათასი ტესტი და კორონავირუსისგან სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.
როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Geo Sky-მ ავიაკომპანია აღნიშნული რეისი შეასრულა ყოველგვარი ფინანსური სარგებლის გარეშე.
"მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ საქართველოს ინტერესების საკეთილდღეოდ", - განმარტავენ Geo Sky-ში.
ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დახვდა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 40 ათასი PCR ტესტი საქართველომ შეიძინა, ხოლო ანტისხეულების 20 ათასი ტესტი ჩინეთმა გადმოგვცა საჩუქრად.