შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 1 მილიონს გადააჭარბა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 002 498-ს მიაღწია. ბოლო მოანაცემებით, გარდაცვლილია 56 749 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 112 315 ადამიანი.
აშშ კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.