საფრანგეთში მკაცრმა კარანტინმა ერთ თვეში 62 ათასი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა განაცხადა.
ამ წუთებში ედუარდ ფილიპი საფრანგეთის ეროვნული ასმბლეის წინაშე მოხსენებით გამოდის და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმას წარადგენს.
გეგმის მიხედვით შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 11 მაისიდან უნდა დაიწყოს.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 165 842 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23 300 პაციენტი.