კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღევანდელი შეკრების შედეგად კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენი მუშაობის შედეგები, რომელიც არც ისე ცუდია. შესაძლებელია ითქვას, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვართ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით. ასევე ჩვენ მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტები, რომლებსაც ამ პროტოკოლის საშუალებით ვმკურნალობთ, უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევები", - განაცხადა რატიანმა.