ხანდაზმულთა თავშესაფრები და შშმ პირთა პანსიონატები ტესტირებაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში", - განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ტესტირების დაწყების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.