ბოლო 24 საათში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 6 411 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობამ 93 500-ს მიაღწია. იტყობინება რუსეთის Covid-19-თან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.
რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების 93 558 შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული. ამ მონაცემებით, რუსეთმა ირანსაც გაუსწრო, სადაც, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის უახლესი მონაცემების თანახმად, კოვიდინფიცირების 91 472 შემთხვევაა აღრიცხული.
ერთი დღით ადრე, შემთხვევების საერთო რაოდენობით რუსეთა ჩინეთსაც გადაუსწრო.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ნახევარზე მეტი, 48 426 დედაქალაქ მოსკოვშია დაფიქსირებული.
ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით 867 ადამიანი გარდაიცვალა. 8456 ადამიანი გამოჯანმრთელდა.