პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უმჯობესდება.
"ქვეყნის ყველა ნაწილი ან კარგ ფორმაშია, ან საქმე კარგად მიდის იმ მხრივ, რაც კორონავირუსს ეხება", - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნიუ იორკში, ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ ორლეანში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს, სხვა კრიზისულ წერტილებში კი მდგომარეობა სტაბილურდება.
აშშ-ში კორონავირუსის 950 ათასი შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 55 ათასზე მეტი ადამიანი. ტრამპმა უკვე წარადგინა ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა.