საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.
stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 511 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5107 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.