საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი განიკურნა, სულ გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 497 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 156 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.