დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადაბეთა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ ჩვენი ზონის ქვეყნები კოვიდვირუსის მორიგ შემოტევას შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ელოდებიან.
"ჩვენი ზონის ქვეყნები მორიგ შემოტევას კოვიდვირუსისა, ელოდებიან ზამთარში, მომავალი შემოდგომა-ზამთრის სეზონზე", - თქვა ხათუნა ზახაშვილმა.
მისივე თქმით, ზაფხულის სეზონზე ვირუსის გავრცელება წესით უნდა იყოს ნაკლები ინტენსივობისა.
"ვირუსზე სეზონს ზემოქმედება აქვს და ზაფხულის სეზონზე ვირუსის გავრცელება წესით უნდა იყოს ნაკლები ინტენსივობის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულაციას მთლიანად შეწყვეტს", - განაცხადა ზახაშვილმა.