რუსეთში, ბოლო 24 საათში COVID-19-ის 6 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 50 ადამიანი.
შემთხვევათა უმეტესობა (2 871) მოსკოვში დაფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების 87 147 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 794 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 7 346.
ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 83 912 შემთხვევაა აღრიცხული.