ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.
ბოლო ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 3 002 303 შემთხვევაა აღრიცხული.
კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ დაავადებას მსოფლიოში 208 131 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 878 ათასზე მეტია.
საქართველოში დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 496 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 149 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 6.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4932 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 568.