ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსის განცხადებით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. ამის შესახებ ღებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "აგრძელებს შეშფოთებას აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მზარდი ტენდენციების გამო".
"ბევრ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა ნაწილი აღრიცხული არ არის, რადგან ბევრ ქვეყანაში ტესტირების მცირე რესურსები აქვთ", - დასძინა ღებრეიესუსმა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თქმით, კორონავირუსის დასამარცხებლად მნიშვნელოვანია მსოფლიო სოლიდარობა.
"ეს ვირუსი არ დამარცხდება, თუ ჩვენ არ გავერთიანდებით, თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ვირუსი გამოიყენებს ჩვენს შორის არსებულ ბზარებს და კიდევ უფრო მეტ უთანხმოებას გამოიწვევს. ბევრი სიცოცხლე დაიკარგება", - დასძინა მან.