იტალია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს განცხადაბით, 18 მაისიდან იგეგმება, მუზეუმების, საგამოფენო სივრცეებისა და საცალო მაღაზიების გახსნა.
"18 მაისიდან გეგმაში გვაქვს, გავხსნათ საცალო ვაჭრობა. ასევე ვგემგავთ, მუზეუმების, გამოფენებისა და ბიბლიოთეკების გახნას, ასევე გუნდური სპორტული ვარჯიშების აღდგენას", - განაცხადა კონტემ პრესკონფერენციაზე.
მანამდე კონტემ განაცხადა, რომ შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 4 მაისიდან დაიწყება. განახლდება წარმოება და მშენებლობა. შესაძლებელი გახდება ნათესავების მოსანახულებლად სახლის დატოვება და ქუჩაში სპორტული აქტივობების ინდივიდუალურად შესრულება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა იმედოვნებს, რომ პირველი ივნისიდან შესაძლებელი გახდება ბარების და რესტორნების გახსნა. პირველი ივლისიდან იგეგმება სილამაზის სალონების მუშაობის განახლება.