საქართველოს შესაშური სტატისტიკური მონაცემები აქვს და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორია.
"შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორია. რატომ უჩნდება კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს მონაცემები არასწორია, არ ვიცი - ასე მგონია, სურს, რომ მართლა მეტი ინფიცირებული იყოს. ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. საქართველოს შესაშური სტატისტიკური მონაცემები აქვს და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს", - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 496 შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 149 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.