ნიუ იორკში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
გარდაცვლილია 80 წლის მამაკაცი. მამაკაცი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ნიუ იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა. მას ასევე დიაბეტი აწუხებდა.
ინფორმაციას ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.